воскресенье, 22 декабря 2013 г.

მეცხრე დღე

მეცხრე დღეს სრულვყავით პროექტის გეგმა. გადავხედე პორტფოლიოს ყველა საქაღალდეს და შევიტანე შესაბამისი შესწორებები. შესწორებული და გამზადებული პორტფოლიო ავტვირთეთ დისკზე და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
     ეს ტრენინგ-მოდული ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის და დამეხმარება არამარტო პროექტების მომზადება- ორგანიზებაში, არამედ მის სათანადო დოკუმენტირებაში როგორც გამოქვეყნებისთვის, ასევე კონკურსებში მონაწილეობისთვის.

ჩემი პროექტი "მოძრაობა და მანძილი"

суббота, 21 декабря 2013 г.

მერვე დღე

მერვე დღეს გავიარეთ მეექვსე და მეშვიდე მოდულები. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონში და შევქმენით სამი სახის საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის: სპეცსაჭიროების, ნიჭიერი და არაქართულენოვანისათვის დამხმარე მასალები. დაგვევალა გადავხედოთ და სრულვყოთ პროექტის გეგმის პროცედურები.

воскресенье, 15 декабря 2013 г.

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღეს განვიხილეთ მეხუთე მოდული და ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ რუბრიკები,სქემები და ჩეკლისტები შეფასებისთვის.

суббота, 14 декабря 2013 г.

მეექვსე დღე

მეექვსე დღეს განვიხილეთ მეოთხე მოდული-სასწავლო ნიმუშების შექმნა. გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასება და სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა. სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვით შევქმენით სავარაუდო ნაშრომი, ამით კარგად დავინახეთ მოსწავლეთა შესაძლებლობები.


воскресенье, 8 декабря 2013 г.

მეხუთე დღე

მეხუთე დღეს ჯგუფის წევრების წინაშე წარვადგინეტ პრეზენტაციები. პრეზენტაციები ვაქციეთ სურათად და ავტვირთეთ ბლოგში. გავიარეთ მესამე მოდული, რომელიც მოიცავდა საავტორო უფლებების დაცვას. ნიმუშები შევინახეთ პროექტის ფოლდერში.

четверг, 5 декабря 2013 г.

მეოთხე დღე

მეოთხე დღე ნაყოფიერი და შრომატევადი იყო. შევავსეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა  პროექტის გეგმის შაბლონში. რადგან წინასწარ განვიხილეთ შეასების რუბრიკები, პროექტის მსვლელობის სამივე ფაზაში:A,B,C. 
ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე პოვერ პოინტის პროგრამაში.

воскресенье, 1 декабря 2013 г.

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში.
შევიტანეთ პროექტის მისაღწევი შედეგები ესგ- დან
მიზნები და შეკითხვები

суббота, 30 ноября 2013 г.

მეორე დღე


  • პროექტებით სწავლების ტრენინგით ვარ ძალიან კმაყოფილი
  • მადლობა ტრენერს -ნინოს
  • პირველ დრეს გავხსენით  პორტფოლიოები და გავეცანით ინტელის ელექტრონულ წიგნს- პროექტებით სწავლება.გავიარეთ პირველი ნაბიჯი.
  • დავიწყე ფიქრი პროექტის იდეაზე
  • მეორე დღეს აგვიხსნა მესამე ნაბიჯი
  • შევქმენი ახალი ბლოგი: "პროექტებით სწავლება"
  • ვიმუშავეთ დამხმარე მასალაზე-ბუკლეტის შაბლონზე
  • სევქმენი ერთერთი პროექტის ბუკლეთი-"მყუდრო სავანე"